The Improvement of Teaching Economic Subjects

Authors

  • Konstantine Abuladze The University of Georgia

DOI:

https://doi.org/10.62343/cjss.2010.45

Keywords:

Knowledge-based economy, Intellectual resources, Information revolution, Market globalization, Economic competitiveness ,Managerial knowledge,Economic theory

Abstract

თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერება განიხილავს ცოდნას, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფაქტორს, ინვეს ტიციის ფორმას ადამიანურ კაპიტალში, რაზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეროვნული წარმოება და საზოგადოების ცხოვრების დონე.
ცხადია, რომ მოვლენათა განვითარების ყველაზე სასიკეთო პირობებშიც კი ჩვენ ვერ დავაფინანსებთ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს იმ მოცულობით, როგორც ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები. ასეთ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინტელექტუალური რესურსების მართვის ღრმად გააზრებულ პრაქტიკას, პოლიტიკას, განათლების სისტემის მხარდაჭერასა და განვითარებას.
ამ მიზნით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელში – საქართველოს უნივერსიტეტში დაიწყო ეკონომიკური სწავლების არსებითი განახლების პროცესი. ეკონომიკური თეორიის, მიკრო და მაკროეკონომიკის ფუნდამენტურ კურსებთან ერთად, რომლებსაც ტრადიციულად ასწავლიან ეკონომიკური პროფილეს ყველა უმაღლეს სასწავლებელსა და უნივერსიტეტების შესაბამის ფაკულტეტებზე, ჩვენი უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის სკოლის ინიციატივით შემოღებულია ახალი სალექციო კურსები: ეკონომიკური რეფორმები, ეკონომიკური პროგნოზირება,
ეკონომიკური სისტემები და ეკონომიკური საბაზრო მოდელები, ეკონომიკური აზრის ევოლუცია: ნობელის პრემიის ლაურეატები, კლასიკური ეკონომიკური კვლევები.

Downloads

Published

31.12.2010

How to Cite

Abuladze, K. (2010). The Improvement of Teaching Economic Subjects. Caucasus Journal of Social Sciences, 3(1), 126–132. https://doi.org/10.62343/cjss.2010.45

Issue

Section

Research papers