Chian import on the territory of Turkey
DOI:
https://doi.org/10.62343/cjss.2010.37Keywords:
Island Chios ,Trade-economical relations, Halikarnassos (Bodrum), Nagidos, Ephesus, Chronological groupsAbstract
ამფორებით ვაჭრობა ეკონომიკის კეთილდღეობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო ანტიკურ ეპოქაში, ამიტომაც, დღეს-
დღეობით ამ პროცესების შესწავლა ძლიერ მნიშვნელოვანია.
თემა წარმოადგენს ფართომასშტაბიანი კვლევის ერთ-ერთ ნაწილს, რომლის მიზანია შეადგინოს სტატისტიკა ანტიკური ეპოქის სხვადასხვა ცენტრებში აღმოჩენილი ამფორების შესახებ, რაც გაცილებით უფრო გაამარტივებს საერთო სურათის აღქმას.
კუნძული ქიოსი არის სიდიდით მეხუთე საბერძნეთის კუნძულებს შორის. მდებარეობს ეგეოსის ზღვაში, მცირე აზიის სანა-
პიროდან 7 კმ-ის დაშორებით. ანტიკურ ეპოქაში მას მრავალ ცენტრთან ჰქონდა მჭიდრო სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობა.
დღესდღეობით არსებული მონაცემების მიხედვით გამოყოფილია ქიოსური ამფორების 7 ქრონოლოგიური ჯგუფი:
I – ძვ.წ. VII ს-ის ბოლო – V ს-ის დასაწყისი. ამ ტიპის ამფორები ყელგამობერილი და ნაპირლილვაკიანია.
II – ძვ.წ. V ს-ის III მეოთხედი. ამ ტიპის ამფორებისთვის დამახასიათებელია დაგრძელებული ყელი ზევით აწეული გამობე-
რილი ნაწილით,
III – ძვ.წ. V ს-ის II ნახევარი. ყელის გამობერილი ნაწილი ამ ხანებში მხრებს ვიწრო ყელით უერთდება. ეს ერთგვარ გარდამავალ ჯგუფს წარმოადგენს სწორყელიანსა და ყელგამობერილს შორის. მიჩნეულია, რომ ყელგამობერილი ქიოსური ამფორების დამზადების ქვედა ზღვარი ძვ.წ. 430 წელია. ხოლო სწორყელიანი ამფორების შემოღების თარიღი ძვ.წ. V ს-ის 40-აინი წლებია. ასე რომ როგორც ჩანს თავდაპირველად ეს ორი ჯგუფი ერთმანეთის პარალელურად
არსებობს.
IV – ამ ჯგუფის ამფორები ძვ.წ. V ს-ის ბოლომდე მზადდება. მათ ცილინდრული ყელი და შეღრმავებული ქუსლი აქვთ.
V – ძვ.წ. IV-III სს. ეს ჯგუფი ,,ჩაჩისებურძირიანი” ამფორების სახელითაა ცნობილი. ასეთ ამფორებს ტანი ძირისაკენ შესამჩნევად უვიწროვდებათ და ძირზე აქვთ შერღმავება. ამავე პერიოდიდან იწყება ამფორების დადამღვა.
VI – ძვ.წ. III ს-ის ქიოსური ამფორებისათვის დამახასიათებელია ტანის წაგრძელება, მაღალი კონუსური ქუსლი.
VII – ძვ.წ. II ს-ის ქიოსურ ამფორებს ცილინდრული ყელი, კიდისაგან დაცილებით მიძერწილი ყურები და მაღალი კონუსური
ქუსლი აქვთ. ამის შემდეგ ქიოსური ამფორების ტიპი აღარ იცვლება და ძვ.წ. I ს-მდე ამ ფორმით აგრძელებს არსებობას.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 Christine Shavlakadze
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
In case an article is accepted for publication it is allowed to combine the article with other research, to conduct new research on the article, or to make different arrangements on condition that the same license is used including commercial purposes.
As an author of an article published in the Caucasus Journal of Social Sciences, you retain the copyright of your article and you are free to reproduce and disseminate your work.