Cultural Inheritance and Forming Values

Authors

  • Nino Mindiashvili Sokhumi State University

DOI:

https://doi.org/10.62343/cjss.2011.85

Keywords:

Youth Development, Cultural Education, Educational Tours

Abstract

დღევანდელ ახალგაზრდობას, სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიეთ, ცხოვრება უხდება არათანაბარ გარემოში. ბუნებრივი,
ადამიანური ურთიერთობების ნაკლებობა, მძიმე სოციალური გარემო და ა.შ. ახალი თაობის აღზრდის პრობლემა ყოველთვის
ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხი იყო ქართული საზოგადოებისთვის. პიროვნების აღზრდის პროცესი სხვადასხვა დროს
განსხვავებულ მიზნებს ემსახურებოდა. ვფიქრობთ, შეუძლებელია ამ თემის განხილვა სულიერებისა და რწმენის განვითარების გარეშე. როდესაც ახალგაზრდა რამისკენ ისწრაფვის, მას ბუნებრივად უგროვდება ბევრი კითხვა.ფსიქოლოგების აზრით, რწმენის ჩამოყალიბებას განწყობა სჭირდება, ხოლო ამ განწყობის ფორმირება ადრეული ასაკიდან იწყება, რასაც ორი ფაქტორი განაპირობებს – შინაგანი მოთხოვნილება და სიტუაციის შექმნა. სკოლისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ნამდვილად შეუძლია განმსაზღვრელი როლი შეასრულოს პიროვნების სრულყოფის
საქმეში. სწორად შერჩეული საგანმანათლებლო პროგრამა, მისი შინაარსი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ახალგაზრდის ფორმირების პროცესს. ლიტერატურა, სულიერების ისტორია, სასწავლო მოგზაურობები და თემატურ-შემეცნებითი ექსკურსიები ქმნიან იმ სოციალურ-ფსიქოლოგიურ ფონს, რომელიც ხელს უწყობს შემეცნებითი ძალების განვითარებას. ლიტერატურის დიდაქტიურ ფუნქციას ემატება ემოციური ფონი და განწყობა, რომელიც საფუძველია შემეცნებითი აქტივობის განვითარებისა. ამდენად, სწორედ გეგმაზომიერად მოწოდებული სულიერი საზრდო აყალიბებს და ძერწავს ადამიანის შეგნებას, მსოფლმხედველობასა და ხასიათს. ბუნებრივია, რომ ეროვნული ცნობიერების ფორმირების სხვადასხვა ეფექტური და აპრობირებული მეთოდი არსებობს:სასწავლო პროცესი, ქყვეყნის ისტორიის, ლიტერატურისა და კულტურის შეცნობა და ისტორიულ-შემეცნებითი ადგილების მონახულება. ვფიქრობთ, პატრიოტული გრძნობების სრულყოფასა
და განვითარებას უნდა ემსახურებოდეს სხვადასხვა სწორედ დაგეგმილი კულტურული ღონისძიება, ექსკურსია თუ ექსპედიცია, რადგან ეროვნული კულტურის საგანძურთან მიახლოებამ, შეიძლება განსაზღვრული როლი ითამაშოს ახალგაზრდის ცნობიერებაზე.

Downloads

Published

31.12.2011

How to Cite

Mindiashvili, N. (2011). Cultural Inheritance and Forming Values. Caucasus Journal of Social Sciences, 4(1), 228–233. https://doi.org/10.62343/cjss.2011.85

Issue

Section

Research papers