Unique Monument of Georgian Cultural Heritage in Svaneti – Principality Residence of the Dadeshkeliani Family in Etseri – Problems and Perspectives

Authors

  • Rozeta Gujejiani National Museum of Georgia

DOI:

https://doi.org/10.62343/cjss.2011.71

Keywords:

Principality House, Dadeshkeliani Family, Historical-Ethnographic Monument, Svaneti Region, Reconstruction Needs

Abstract

სვანეთში - შემონახულია უნიკალური ძეგლი - დადეშქელიანთა სამთავრო სახლის რეზიდენცია ეცერის თემის სოფელ ბარშში (მესტიის რაიონი). ნაგებობათა კომპლექსი მრავალი ნიშნითაა გამორჩეული და უნიკალური: 1. ცნობილია, საქართველოში მეტად მცირე რაოდენობითაა შემონახული საერისთავო და სამთავრო რეზიდენციები. ბარშის ციხე-
დარბაზი ამ მხრივ, იშვითი გამონაკლისია. 2. ნაგებობა დიდი ისტორიული ღირებულებისაა - ასახავს საქართველოს ისტორიის გრძელ მონაკვეთს - მეთხუთმეტე საუკუნიდან 1917 წლამდე. 3. ნაგებობა კომპლექსურია და მოიცავს კოშკს, საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებს, შემოსაზღვრულია გალავნით. 3. მთელი მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე და მეოცე საუკუნის 20-იან წლებამდე ეს რეზიდენცია წარმოადგენდა სვანეთში ასული მოგზაურების, ალპინისტების, მკვლევარ-მეცნიერებისა და სახელმწიფო მოხელეების თავშეყრის ადგილს, საიდანაც სტუმრები ეცნობოდნენ სვანეთის ქართული
კულტურას. შესაბამისად, მათ ჩანაწერებსა და სამეცნიერო კვლევებში დიდი ადგილი ეთმობა ამ ძეგლის აღწერილობასა და გარშემო არსებული ქართული ტრადიციული ყოფის ამა თუ იმ ელემენტს. 4. დადეშქელიანთა სამთავრო სახლი (მეცხრამეტე საუკუნის შუახანებამდე) მართავდა ზემო სვანეთის ვრცელ მონაკვეთს დაბა ჯვარის მიმდებარე საგუშაგო კოშკიდან ვიდრე ბალის ქედამდე. რუსეთის მიერ სვანეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ თავადი დადეშქელიანები ხდებიან სახელმწიფო მოხელეები და კვლავაც სვანეთის საზოგადოებრივი ცხოვრების ავანგარდში არიან მოქცეულნი. მათ შორის რამდენიმე მოღვაწე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მათი სახელები დაკავშირებულია სვანეთში პირველი სკოლების გახსნასთან და ა. შ. 5. პრობლემები: დადეშქელიანთა სამთავრო რეზიდენცია დღეს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. მართალია, ძეგლს ოფიციალურად იცავს სახელმწიფო, მაგრამ ძეგლის თანამედროვე მდგომარეობა მოითხოვს გადაუდებელ დახმარებას. ჩამოშლილია და ნადგურდება გალავანი, გამოსაცვლელია კოშკის სახურავი, ჩანგრეულია კოშკის სართულები შიდა მხრიდან, ინგრევა დამხმარე და საცხოვრებელი
ნაგებობების შემორჩენილი ნაშთები. ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრილია უცხო, კერძო ნაგებობები და ამით ძეგლის სტატუსი დარღვეულია.

Downloads

Published

31.12.2011

How to Cite

Gujejiani, R. (2011). Unique Monument of Georgian Cultural Heritage in Svaneti – Principality Residence of the Dadeshkeliani Family in Etseri – Problems and Perspectives. Caucasus Journal of Social Sciences, 4(1), 128–132. https://doi.org/10.62343/cjss.2011.71

Issue

Section

Research papers