Georgian Museums at the Boundary of 21st Century – Problems and Development Perspectives
DOI:
https://doi.org/10.62343/cjss.2011.76Keywords:
Museum financing, Museum collections, Educational programs, Cultural tourismAbstract
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო აღმოჩნდა იმ რადიკალურ გამოწვევათა პირისპირ, რაც უკავშირდება სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე ეთნოკონფლიქტებს. ბუნებრივია, ეს ფაქტორები თავის კვალს აჩნევს ქვეყნის მუზეუმების რენოვაციისა და შემდგომი განვითარების პროცესსაც.
“საქართველოს მუზეუმების პასპორტიზაციის პროექტის” მონაცემებით, ქვეყანაში ამჟამად სხვადასხვა პროფილისა და
დაქვემდებარების (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობა, მუნიცი-
პალიტეტები, სხვადასხვა დაწესებულებებთან არსებული მუზეუმები, კერძო მუზეუმები და სხვ.) 238 მუზეუმია. მათი 99%
ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ დღეისათვის გამოყოფილი სუბსიდია გათვლილია ძირითადად მუზეუმების
პერსონალის სახელფასო ანაზღაურებაზე და კომუნალური ხარჯების ნაწილობრივ დასაფარავად,ხოლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგებისა და ბევრი სხვა, არანაკლებ სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემა, სამწუხაროდ, კვლავ ღიად რჩება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუზეუმების სამმართველოსა და საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ 2003-2004 წლებში ჩატარებულმა მოკვლევებმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ პრობლემების სპექტრი მართლაც ძალზე დიდი იყო და ქვეყანაში სამუზეუმო საქმე ითხოვდა რადიკალურ რეფორმას, სრულ რეორგანიზაციას და მართვის იმგვარი მექანიზმების შემუშავებას, რასაც ხელი უნდა შეეწყო მოძველებულ სისტემათა განახლებისა და საქართველოს მუზეუმების მოდერნიზაციისათვის. შესაბამისად, 2004 წლიდან ქვეყნის სამუზეუმო სივრცეში დაიგეგმა სამუზეუმო რეფორმა, რომლის განხორციელების აუცილებლობა განაპირობა ბევრმა უაღრესად ყურადსაღებმა ფაქტორმა: მუზეუმთა უმეტესობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სავალალო მდგომარეობამ, საკანონმდებლო ბაზის მოუქნელობამ, თანამედროვე სამუზეუმო მენეჯმენტისა და მარკეტინგის, კოლექციების დაცვისა და
ექსპონირების დაბალმა დონემ, სამუზეუმო ფონდების აღრიცხვიანობის მოუწესრიგებლობამ, საზოგადოებასთან კომუ-
ნიკაციის არარსებობამ და მთელმა რიგმა სხვა მიზეზებმა, რამაც კატასტროფულად შეამცირა მუზეუმის ვიზიტორთა რაოდენობა. ზემოაღნიშნულ პრობლემათა დაძლევის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული იქნა სამუზეუმო რეფორმის პროგრამის სტრატეგიული მიმართულებები, რომელთა გათვალისწინებით გადაიდგა ძალზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯებიც; მაგრამ,საბოლოო ჯამში, ეკონომიკური კრიზისისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო, რეფორმის პროცესი დღემდე საკმაოდ ნელა მიმდინარეობს, რაც ძალზე აფერხებს ქვეყნის მუზეუმების განვითარებას და მათ მიახლოებას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებსა და 21-ე საუკუნის მოთხოვნებთან.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 Inga (Klara) Karaia
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
In case an article is accepted for publication it is allowed to combine the article with other research, to conduct new research on the article, or to make different arrangements on condition that the same license is used including commercial purposes.
As an author of an article published in the Caucasus Journal of Social Sciences, you retain the copyright of your article and you are free to reproduce and disseminate your work.