New Archaeological Reveals in Village Makho

Authors

  • Amiran Kakhidze The Batumi Archaeological Museum
  • Tamar Shalikadze The Batumi Archaeological Museum

DOI:

https://doi.org/10.62343/cjss.2010.34

Keywords:

Georgian Black Sea Coastline, Ancient Graves, Funerary Items, Roman Period Discoveries, Cultural Artifacts, Lazika Kingdom Formation, Archaeological Excavations

Abstract

ნახევარი საუკუნუს მანძილზე მეტად საინტერესო საველე არქეოლოგიური კვლევა–ძიებანი განხორციელდა სამხრეთ–
დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში.

ეს განსაკუთრებით ითქმის კლასიკური და ელინიზმის ეპოქის ნეკროპოლების მიმართ. შეისწავლებოდა ადრეშუასაუკუნეების სამარ-ხებიც. ბოლო წლებამდე შემთხვევითი აღმოჩენების ამარა ვიყავით გვიანანტიკური, რომაული ხანის სამარხეულ ძეგლებთან მიმართებაში. ახლა ეს თეთრი ლაქაც თანდათანობით ივსება. მიმდინარე წლის ივნისის თვეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში მიკვლეულ იქნა ახ. წ. III ს–სა და IV ს–ის დამდეგის სამაროვანი. განხორციელდა სადაზვერვო გათხრითი სამუშაოები. შევისწავლეთ ამ ეპოქის ხუთი სამარხი. სამარხები ცალკეულ ჯგუფებადაა განლაგებული. თითქოსდა ისინი საგანგებოდ გაჭრილი ოთხკუთხა განივკვეთიანი 30 სმ სიფართის მქონე თხრილით არიან შემოფარგლული. მიცვალებულები დაკრძალული ჩანან მოხრილ პოზაში მარჯვენა თუ მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდი-ლოეთისაკენ. მოპოვებულია საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა, ესენია: წელშეზნექილი კოლხური ამფორები, სამეურნეო ნაკეთობის ადგილოვრივი თუ რომანიზებული ფორმები. იმპორტული წითელ-ლაკიანი ლანგარი, მინის ჭურჭელი, რომაული მონეტები (მე–3 სამარხში ამათი რიცხვი 41–ს შეადგენს), ვერცხლის სამაჯური, მშვილდსაკინძები და ბეჭდები. რკინის სატევარი, ხიშტისებური იარაღი (მუჯირა) და ცული. ზომიერად იყო წარმოდგენილი მინისა და მინისებური პასტის მძივები, მათ შორის იშვიათი ნიმუშები. გრძელდება სამარხში კაჟის ჩაყოლების ტრადიცია.

დაახლოებით 700 მეტრის მოშორებით მიკვლეულია სამაროვნის თანადროული დასახლების ნამოისახლარების ნაშთებიც.
ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები მახოში მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. სამარხთა თანადროული ოქროს ნივთების
აღმოჩენის ფაქტი სოფელ მახოს სხვა ადგილიდან ადრეც იყო ცნობილი, გარდა ამისა, ძეგლი მდებარეობს საყოველთაოდ ცნობილ გონიო–აფსაროსთან ახლოს.
დაგეგმილია მომავალში არქეოლოგიური გათხრების გაგრძელება, როგორც სამაროვნის, ასევე განძის აღმოჩენის ადგილებშიაც.

Downloads

Published

31.12.2010

How to Cite

Kakhidze, A., & Shalikadze, T. (2010). New Archaeological Reveals in Village Makho. Caucasus Journal of Social Sciences, 3(1), 34–48. https://doi.org/10.62343/cjss.2010.34

Issue

Section

Research papers