Field Archaeological Research on the Territory of New Construction Site at Pichvnari
DOI:
https://doi.org/10.62343/cjss.2011.74Keywords:
Pichvnari, Hellenistic period, Colchian culture, Archaeological excavations ,Dunes, Pottery, Burial practicesAbstract
ფიჭვნარის თავისუფალი ტურისტული მშენებლობის ზონაში მოექცა ორი მეტად მნიშ ვნელოვანი ძეგლი. ერთ-ერთი მათგანია ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების დიუნები, ხოლო მეორე _ ელინიზ მის ეპოქის (ძვ.წ. IV-I საუკუნეები) სამაროვნის დასავლეთი მონაკვეთი. საქარ თვე ლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპედიციამ ორივე ძეგლზე 2010 წლის ნოემბერ-დეკემბერში განახორციელა ფართო მასშტაბის გადარჩენითი საველე სამუშაოები. ქვიშაზვინულებზე აღმოჩნდა წარმართული ხანის ექვსი საკურთხეველი, ათეუ ლობით სამ სხვერპლო და სარიტუალო მოედანი. მოპოვებულია დიდძალი, რიგ შემთხვევაში, უნიკალური ნივთიერი კულტურის ძეგლები. დადასტურდა, რომ ზღვისპირა დიუნები წარმოადგენდნენ მაღალგანვითარებული, თვითმყოფადი, კონსოლიდირებული კოლხური კულტურის საერთო სატომო სამლოცველოებს, სადაც სრულდებოდა ხარის კულტისა და ზღვის ღვთაებებისადმი (მესეფეები) მიძღვნილი ლოცვა-ვედრებისა და მსხვერპლ შე წირვის რიტუალი. ელინიზმის ეპოქის სამაროვანზე ექსპედიციამ გამოავლინა მეტად საინტერესო ინვენ ტარის შემცველი 44 სამარხი. განისაზღვრა სამარხთა ტიპები, დაკრძალვის წესები და საიმქვეყნიო ინვენტარის ჩაყოლების კანონზომიერებანი. ზოგიერთ სამარხში მეთევზეები ყოფილან დაკრძალული. გადარჩა სამკაულების, საიუველირო ხელოვნებისა და ტორევ ტიკის, მეთუნეობისა თუ
სხვა სახის ნაკეთობათა შესანიშნავი ნიმუშები. ჩანს, რომ ამ დროისათვის ფიჭვნარი წარმოადგენდა პონტოსპირეთის ინდოე-
თთან დამაკავშირებელი ტრანსკავკასიური საერთაშორისო-სატრანზიტო მაგისტრალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 Amiran Kakhidze
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
In case an article is accepted for publication it is allowed to combine the article with other research, to conduct new research on the article, or to make different arrangements on condition that the same license is used including commercial purposes.
As an author of an article published in the Caucasus Journal of Social Sciences, you retain the copyright of your article and you are free to reproduce and disseminate your work.