Prospects of Museum Business Improvement in Modern Georgiafor the Purpose of Successful Transmission of a Creative Heritage

Authors

  • Irine Abesadze Shota Rustaveli State University of Theatre and Films

DOI:

https://doi.org/10.62343/cjss.2010.30

Keywords:

Cultural Heritage Preservation, Creation of Museums ,Transmission of Cultural Values, Interrelations among Cultural Groups, Tourism and Cultural Exchange, Private Collections and Museum Creation

Abstract

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – განვითარება ნებისმიერი სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკის მთავარი საზრუნავია. საქართ-ველოს კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის და უძველესი ისტორიის გამო, ბუნებრივია რთულ, მრავალშრიან და მრავალწახნაგოვან ორგანიზმს წარმოადგენს. კულტურული მემკვიდრეობა მატერიალური, ხელშესახები ღირებუ-ლებების გარდა, ის სულიერი ფასეულობებია, რომელიც ქართული პოლიფონიური მუსიკის, ცეკვის, ხალხური სანახაობების სახით შემოგვი- ნახა ჩვენმა ხალხმა. ამავდროულად, ქვეყნის კულტურული მემკვიდ-რეობის დაცვა მხოლოდ ქართულ სულიერ, თუ მატერიალურ ღირებუ-ლებებს როდი იტევს. საქართველოს პოლიეთნიკური კულტურა საუკუ-ნეების განმავლობაში, ჩვენს ცისქვეშეთში მცხოვრებ ეროვნულ უმცირე-სობათა მემკვიდრეობების დაცვა – განვითარების ხელშეწყობასაც გულისხმობს, რაც კულტურული პოლიტიკის სტრატეგიის მნიშვნელოვანი საკითხია. ამ მხრივ, დროულია საქართველოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ხალხთა სულიერი ურთიერთკავშირის ამსახველი მუზეუმის ჩამოყალიბება, თავისი კვლევის ცენტრით. ამგვარი სამუზეუმო ექსპოზიცია, თვალნათლივ დაანახვებს ჩვენს დედაქალაქში ჩამოსულ სტუმრებს, როგორც კულტურათშორისი კავშირების შიდა პროცესებს, ეთნიკურ უმცირესობათა სუბკულტურების მოზაიკურ სურათს, ასევე საქართველოს საერთაშორისო, გარე კულტურულ ურთიერთობებს . ნებისმიერი სახელმწიფო იმ შემთხვევაში შეძლებს წარმატებული კულტურული პოლიტიკის წარმოებას, თუკი ეცოდინება რა სახის კულტურულ მემკვიდრეობას ფლობს. ამ ასპექტით, კულტურული პოლიტიკის მენეჯმენტში განსაზღვრული უნდა იყოს სრულად ხალხური ხელოვნების ფორმების სრული დემონსტრირება და აგრეთვე, კერძო კოლექციებში დაცული მნიშვნელოვანი კულტურული ფასეულობების წარმოჩენა კერძო კოლექციათა მუზეუმის შექმნის გზით. სტატიაში საუბარია იმ მიზნებსა და ამოცანებზე, რომლებსაც უნდა ისახავდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის მნიშვნელოვანი აღნიშნული პროექტები.

Downloads

Published

31.12.2010

How to Cite

Abesadze, I. (2010). Prospects of Museum Business Improvement in Modern Georgiafor the Purpose of Successful Transmission of a Creative Heritage. Caucasus Journal of Social Sciences, 3(1), 9–14. https://doi.org/10.62343/cjss.2010.30

Issue

Section

Research papers