National Center of Manuscripts – Non-Traditional Museum: Problems and Future Perspectives
DOI:
https://doi.org/10.62343/cjss.2011.70Keywords:
National Center of Manuscripts, Cultural Heritage Preservation, Exhibition and Education Department, Educational Programs, Target Audience Segmentation, Excursion Teaching Plan, Museum Integration in EducationAbstract
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს - ინსტიტუციას, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს უძველესი ხელნაწერი წიგ-
ნებისა და ისტორიული დოკუმენტების ყველაზე მნიშვნელოვან საცავს საქართველოში, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასა და ბიბლიოთეკას, შეუძლია საზოგადოებაში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო-კულტურული როლის
შესრულება, როგორც მუზეუმს. სტატიაში წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების
დეპარტამენტის აქტივობების სისტემა, რომელიც მიმართულია სამუზეუმო სივრცეში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აქტუალიზაციისა და საზოგადოებისათვის მისი მნიშვნელობის გააზრებისაკენ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციების ბაზაზე საგამოფენო და საგანმანათლებლო პროდუქტის/სერვისის მიზანმიმართული მომზადებისა და შეთავაზებისათვის განხორციელდა პოტენციური აუდიტორიის დახარისხება, კატეგორიების მიხედვით საჭიროებების იდენტიფიცირება და გაიწერა კონკრეტული სამიზნე ჯგუფისათვის გათვალისწინებული საქმიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში. შედეგად გამოიყო საქმიანობის 7 ძირითადი მიმართულება და განისაზღვრა შესაბამისი აქტივობები: მიმართულება 01. საგანმანათლებლო პროგრამები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის – სასწავლო რესურსების პაკეტები საგნებისა და საგნობრივი ჯგუფების მიხედვით ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად; მიმართულება 02. საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტებისა და სტუდენტებისათვის – სტიპენდიალური პროგრამა და სტაჟირების სისტემა; მიმართულება 03. ცენტრის სკოლები და სტუდიები – კალიგრაფიის სკოლა; მიმართულება 04. საგამოფენო პროექტები; მიმართულება 05. ელექტრონული რესურსები - ვირტუალური გამოფენა და სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამები; მიმართულება 06. საგანმანათლებლო პროგრამები მოზრდილებისა და სათემო ჯგუფებისათვის – ქართული კალიგრაფიის კონკურსი; მიმართულება 07. საგანმანათლებლო პროგრამები და სერვისები ოჯახებისათვის (ბავშვებით) – საექსკურსიო ტური "მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში" ვორქშოფით. თითოეული მიმართულების რეალიზება სისტემურ ხასიათს ატარებს. ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის საგამოფენო პროექტების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სერვისების შემუშავებასა და მიწოდებაზე, აღნიშნული აუდიტორიის მნიშვნელობისა და სიდიდის გათვალისწინებით. პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფის გამოყოფამ განაპირობა უფრო აქტიური საინფორმაციო პოლიტიკა აღნიშნული აუდიტორიის მიმართ, რაც
საგანგებო მუშაობის საგანს წარმოადგენს.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 Irina Gogonaia
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
In case an article is accepted for publication it is allowed to combine the article with other research, to conduct new research on the article, or to make different arrangements on condition that the same license is used including commercial purposes.
As an author of an article published in the Caucasus Journal of Social Sciences, you retain the copyright of your article and you are free to reproduce and disseminate your work.