For The Issue Of Developing Cognitive Computer Programs And Using Them During Exhibitions

Authors

  • Irina Gogonaia National Center of Manuscripts
  • Nestan Bagauri National Center of Manuscripts
  • Shorena Murusidze National Center of Manuscripts

DOI:

https://doi.org/10.62343/cjss.2011.69

Keywords:

Information Communication Technology in Museums, Educational Computer Programs, Manuscript Creation, Interactive Learning, Museum Exhibition Integration

Abstract

სტატიაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის შემუშავებული სასწავლო შემეც-
ნებითი კომპიუტერული პროგრამების პაკეტის „მე მიყვარს წიგნი“ მაგალითზე ნაჩვენებია გამოფენებში თანამედროვე
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გონივრული და მიზანმიმართული გამოყენება, რაც ეხმარება დამთვალიერებელს ექსპონატებთან რეალური კავშირის დამყარებასა და მათ კონცეპტუალურ გააზრებაში.
ამ პაკეტის ერთ-ერთ მოდულს წარმოადგენს სასწავლო შემეცნებით კომპიუტერულ პროგრამა ანიმაციის ელემენტებით
“ხელნაწერი წიგნის შექმნა”. სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამის შემუშავებისათვის განისაზღვრა კომპიუტერული პროგრამის მიზნები და შინაარსი; შემუშავდა კომპიუტერული პროგრამის სცენარი; განისაზღვრა პროგრამული ფუნქციონალობა. პროგრამა სრულდება მიღებული ინფორმაციის შემაჯამებელი ინტერაქტივით.
კომპიუტერული თამაში შესრულებულია Adobe Flash CS 5 ტექნოლოგიების გამოყენებით, Actionscript 3.0 პროგრამირების პლათფორმის ინტეგრაციით. ტექსტი ქართულენოვანია და თავსებადია Unicode სტანდარტთან. თამაში თავსებადია შემდეგ
პლატფორმებთან და ოპერაციულ სისტემებთან: Microsoft Windows XP, Microsoft Windows Vista, Microsoft Windows 7 (Starter, Home, Professional and Enterprise Editions). კომპიუტერული პროგრამის განთავსება შესაძლებელია ვებგვერდზე და თავსებადია შემდეგ ვებ-ბრაუზერებთან: Internet Explorer, Firefox (Windows, Linux), Google Chrome (Windows), Opera (Windows, Linux) კომპიუტერული თამაშის ინტერფეისი და გრაფიკა შედგება ორგანზომილებიანი ანიმაციით. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს, ფართო აუდიტორიას გააცნოს ხელნაწერი წიგნის შექმნის ძირითადი ეტაპები და ჩართოს დამთვალიერებელი ამ მრავალფეროვან პროცესში სამეცნიერო-პოპულარული ტექსტების და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საილუსტრაციო მასალის გამოყენებით.

Downloads

Published

31.12.2011

How to Cite

Gogonaia, I., Bagauri, N., & Murusidze, S. (2011). For The Issue Of Developing Cognitive Computer Programs And Using Them During Exhibitions. Caucasus Journal of Social Sciences, 4(1), 116–122. https://doi.org/10.62343/cjss.2011.69

Issue

Section

Research papers