Mirian-the First Christian King of Kartli (Eastern Georgian Kingdom) and the Issue of His Descent
DOI:
https://doi.org/10.62343/cjss.2010.53Keywords:
Mirian, Persian Shah Ardashir, King of Kartli Rev, Parnavaz family chronicles, Chronology of kingsAbstract
ძველი ქართული წერიობითი წყაროები გვაწვდიან, ერთი შეხედხვით, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის - მირიანის წარმომავლობის შესახებ: მირიანის მამა იყო რევი - „მოქცევაÁ ქართლისა“
მირიანის მამა იყო ირანის შაჰი ქასრე არდაშირი, შესაბამისად მირიანი სასანიანთა (ხოსროიანთა) დინასტიას ეკუთვნის - „ქართლის ცხოვრება“.
რადგან მირიანის უფროს ვაჟსაც რევი, ანუ პაპის სახელი ერქვა, ამიტომ ისტორიკოსებმა უპირატესობა მიანიჭეს პირველ ვერსიას და მეორე - „ქართლის ცხოვრების“ ცნობა, მირიანის, როგორც პირველი ქრისტიანი მეფის განდიდების მიზნით შექმნილ ლეგენდად მიიჩნიეს. ქართლის მეფე ამაზასპის (დაახლოებით ახ. წ. 230-265) და მისი დისწულისა და შემდგომი ქართლის მეფის - რევ მართალის ეპოქის შესწავლისას, ჩვენი ყურადღება მიიქცია ფაქტმა, რომ რევ-მართალის შემდეგ, „მოქცევაÁ ქართლისაÁ“ ასახელებს მირიანამდე ხუთ მეფეს მისი მამის რევის ჩათვლით, მაშინ როდესაც „ქართლის ცხოვრება“ ასახელებს ოთხს. ამ მიმართულებით კვლევამ გამოავლინა, რომ მირიანი რევ მართალის შვილი იყო, ხოლო მათ შორის დასახელებული მეფეები, მირიანის ჩათვლით, მეფეთა ჩმონათვალში ერთმანეთის მიყოლებით ორჯერ მეორდება. შეცდომის მიზეზად ძველი უცნობი მემატიანის მიერ მეფეთა რიგის შემცველი ორი ოდნავ განსხვავებული ნუსხის სხვადასხვად მიჩნევის გამო, მათი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ერთმანეთის მიყოლებით მოთავსება იქცა.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მეფე ამაზასპის შემდგომი ქართლის მეფეები არიან: რევი (რევ-მართალი), ვაჩე, ბაკური, მირდატი, ასფაგური,მირიანი, ბაკური, მირდატი, ვარაზ-ბაკური. აქედან ასფაგური ბოლო წარმართი მეფეა. მის შემდგომ მოდის მირიანი - პირველი ქრისტიანი მეფე და პირველი სასანიანი, ქასრე არდაშირის ძე. „მოქცევაÁ ქართლისაÁ“ მეფე ამაზასპის შემდეგ ასახელებს მეფეებს: რევი, ვაჩე, ბაკური, მირდატი, ასფაგური, რევი (მამაÁ მირიანისა), მირიანი, ბაკური,
მირდატი, ვარაზ-ბაკური. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაახლოებით 368 წელს, რომაელი სარდალი და ისტორიკოსი ამიანე მარცელინი ქართლში მეფედ ასახელებს ასფაგურს და არა ვარაზ-ბაკურს. ამან ისტორიკოსებს აიძულა ასფაგური ქართული წყაროების - ვარაზ-ბაკურად ეღიარებინათ.
თუ ჩვენ მეფეთა ზემოთ მოცემულ რიგს ორ მწკრივად დავწერთ და ვარაზ-ბაკურს ასფაგურით შევცვლით, რაც ამიანე მარცელინის გათვალისწინებით სრულიად უდაოა, შედეგად ვღებულობთ შემდეგ სურათს:
< რევი (მართალი), ვაჩე, ბაკური, მირდატი, ასფაგური
< რევი (მამა მირინის), მირიანი, ბაკური, მირდატი, ასფაგური (ვარაზ-ბაკური)
მეფეთა ამ ორი მწკრივის იდენტურობა სრულიად აშკარა გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელი ვაჩე, რომელიც მირიანის ნაცვლადაა მოცემული ირანულად „ბავშვს“, „ყმაწვილს“ ნიშნავს. ხოლო მირიანი სწორედაც შვიდი წლის იყო, როდესაც მეფედ აკურთხეს. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით რევ-მართალი სომხეთის მეფის შვილია და ქართლის მეფე ამაზასპის დისწული. უნდა გავითვალისწინოთ, რომ შაბურ I-ის მიერ სომხეთის მეფის ხოსროს მოკვდინების შემდეგ, რასაც
ადგილი ჰქონდა 253 წლისათვის, 253-272 წწ.-ში, შაბურის გარდაცვალებამდე სომხეთის მეფე იყო შაბურ I-ის უფროსი ვაჟი და ირანის ტახტის მემკვიდრე - ჰორმიზდ-არდაშირი. შესაბამისად, ერთადერთი სომხეთის მეფე ვისი შვილიც შეიძლება ყოფილიყო რევ-მართალი, შაბურის ვაჟი ჰორმიზდ-არდაშირი იყო. ვინაიდან რევ მართალი ამაზასპის დის წულია, ჰორმიზდ-არდაშირი დაქორწინებული ყოფილა ამაზასპის დაზე. არაპირდაპირი მოწმობა ამისა,უნდა იყოს „ზოროასტრი ქააბას“ ცნობილ წარწერაში, ჰორმიზდ-არდაშირის მეუღლის მოუხსენებლობა, რამაც მეცნიერებს ამ ქალის არასასანური წარმოშობა აფიქრებინა. საბოლოოდ უნდა დავასკვნათ, რომ, „ქართლის ცხოვრება“ სწორია, როდესაც ქართლის პირველ ქრისტიან მეფეს, მირიანს, სასანიანად მიიჩნევს, შეცდომა მხოლოდ რიგითობაშია: მირიანი იყო ქართლის ტახტზე სასანური დინასტიის რიგით მეორე წარმომადგენელი, თავისი მამის რევ-მართალის შემდეგ.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 Manana Sanadze
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
In case an article is accepted for publication it is allowed to combine the article with other research, to conduct new research on the article, or to make different arrangements on condition that the same license is used including commercial purposes.
As an author of an article published in the Caucasus Journal of Social Sciences, you retain the copyright of your article and you are free to reproduce and disseminate your work.