The Strategy for the Development of Banking Sector in Turbulent Environment

Authors

  • Temur Khomeriki The University of Georgia

DOI:

https://doi.org/10.62343/cjss.2010.52

Keywords:

Financial Globalization, Risk Management, Monetary Policy, Intangible Assets, Strategic Management, Global Financial Crisis

Abstract

საქართველოს ეკონომიკამ, მიუხედავად გლობალური ფინანსური კრიზისისა და რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიისა, რამაც სერიოზულად დააზარალა ქვეყანა და ეკონომიკის ცალკეული დარგები, შეძლო ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. არსებული არასტაბილური რეალობა ხელს არ უწყობს მწყობრად შედგენილი სტრატეგიით მოქმედების ბანკინგის პრაქტიკაში დანერგვას და საბანკო სექტორის განვითარების სტრატეგიების ვადიანობა არ აღმატება 2-3 წელს. თანამედროვე მენეჯმენტის პრაქტიკა კი ადასტურებს, რომ ახალი ეკონომიკის პირობებში წარმატებული კომპანიების უმეტესობა ეყრდნობა მმართველობით სტრატეგიებს, ბიზნეს-პროცესების ეფექტიანობას, ორგანიზაციული სტრუქტურის თანამედროვე კონფიგურაციებს (დიზაინს) და მათ ადექვატურ კორპორაციულ კულტურას. ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციებით, ორგანიზაციული სტრუქტურა და შიდა აუდიტის სისტემა უნდა იყოს ბანკის სტრატეგიასთან შესაბამისობაში. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს საბანკო სისტემის მდგომარეობაზე და თანამედროვე გამოწვევებზე, საქართველოს საბანკო სექტორის განვითარების ტენდენციებსა და ეროვნული ბანკის ახალ როლზე, ასევე კომერციული ბანკების სტრატეგიებზე მოქმედ ფაქტორებზე. ამ მხრივ შეფასებულია ბანკის არამატერიალური აქტივები, რომლებიც ყალიბდება შინაგანი კომპეტენციების (ეფექტიანი ბიზნეს-პროცესები, ოპტიმალური ორგანიზაციული სტრუქტურა, პერსონალის პროფესიული კვალიფიკაცია, ორგანიზაციული კულტურა და ა.შ.), გარეგანი კომპეტენციების (ურთიერთკავშირი აქციონერებთან, ინვესტორებთან, პარტნიორებთან, კლიენტებთან, სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა
დაინტერესებულ აუდიტორიასთან) და დინამიკური შესაძლებლობების (მობილურობა, გადაწყვეტილებების ოპერატიულად
მიღება, სწავლების გზით ორგანიზაციული განვითარება, კარგი კომუნიკაციები, წარმატებული გამოცდილების დანერგვა და სხვ.)
შეჯერებით ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში. გაკეთებულია
დასკვნა, რომ კომერციული ბანკების მართვის სამამულო პრაქტიკაში
წარუმატებლობები ხშირად განპირობებულია არა ცუდად შემუშა-
ვებული სტრატეგიით, არამედ მისი განხორციელების და იმპლემენ-
ტაციის არაეფექტიანი სისტემით.

Downloads

Published

31.12.2010

How to Cite

Khomeriki, T. (2010). The Strategy for the Development of Banking Sector in Turbulent Environment. Caucasus Journal of Social Sciences, 3(1), 191–199. https://doi.org/10.62343/cjss.2010.52

Issue

Section

Research papers