Revolutionary Processes of Traditional and Colour Revolutions (Is all New Well-Forgotten Old?)
DOI:
https://doi.org/10.62343/cjss.2010.48Keywords:
Colour Revolutions, Dual Power, Thermidorian Phase, Revolutionary PatternsAbstract
ხავერდოვანი რევოლუცია საკმაოდ ახალი ცნებაა. მისი მთავარი მახასიათებელია ,,ხავერდოვანება” ანუ არა-ძალადობრივი ხასიათი, სწორედ ეს განასხვავებს თანამედროვე რევოლუციას ტრადიციულისაგან- რომელიც ძალაუფლებისათვის ძალადობრივი ბრძოლით ხასიათდებოდა. მოცემული სტატიის მიზანია იმის გარკვევა, რამდენად დიდი განსხვავებაა ხავერდოვან და ტრადიციულ რევოლუციებს შორის. ამის გასარკვევად მოხდება რამოდენიმე ისტორიული მნიშვნელობის მქონე რევოლუციის - ინგლისის, ამერიკის, საფრანგეთისა და რუსეთის რევოლუციების განხილვა, რევოლუციათა საერთო მახასიათებლების დადგენის მიზნით. ამის შემდეგ ვეცდებით გავარკვიოთ კვლავ მოქმედებს თუ არა რევოლუციათა ტრადიციული პრინციპები ახალ, ხავერდოვან რევოლუციებში. სტატიაში ცენტრალურ ადგილს დაიკავებს ,,რევოლუციური პროცესის” ცნება, რომელიც პირველად კრეინ ბრინტონის წიგნში ,,რევოლუციის ანატომიაში” გამოჩნდა. მოხდება ავტორის მიერ დადგენილი რევოლუციის მახასიათებლების მისადაგება თანამედროვე რევოლუციებისადმი. საკითხის სირთულიდან და ვრცელი ისტორიული მასალის არსებობიდან გამომდინარე ძირითადად შევეხებით რევოლუციების განვითარების ციკლს: კერძოდ როგორ იწყება, ვითარდება რევოლუციური პროცესი, რა არის რევოლუციის დაწყებისა და წარმატებით დასრულების წინაპირობები, რა იწვევს რევოლუციური პროცესის მიმდინარეობისას ხელისუფლების ერთხელ ან რამდენიმეჯერ შეცვლას. სტატიაზე მუშაობის პროცესი დაემთხვა ყირგიზეთში მნიშვნელოვანი მოვლენების განვითარებას - იგულისხმება 2005 წლის ხავერდოვანი რევოლუციით სათავეში მოსული პრეზიდენტის- ბაკიევის მიერ ხელისუფლების დაკარგვა. მართალია, თავდაპირველად ყირგიზეთის ,,ტიტების რევოლუციის” განხილვა არ იგეგმებოდა, მაგრამ ამ მნიშვნელოვანი მოვლენისათვის გვერდის ავლა ხავერდოვანი რევოლუციების მახასიათებლებზე საუბრისას მიუღებელი იქნებოდა.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 Sophio Barbakadze
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
In case an article is accepted for publication it is allowed to combine the article with other research, to conduct new research on the article, or to make different arrangements on condition that the same license is used including commercial purposes.
As an author of an article published in the Caucasus Journal of Social Sciences, you retain the copyright of your article and you are free to reproduce and disseminate your work.