Basic Aspects of Enterprise Risk Management

Authors

  • Marina Avalishvili The University of Georgia

DOI:

https://doi.org/10.62343/cjss.2010.47

Keywords:

Enterprise Risk Management (ERM), Holistic risk management, Risk quantification, COSO , Risk modeling ,Risk management process steps

Abstract

სამეწარმეო რისკ-მენეჯმენტი მსოფლიო ეკონომიკური მეცნიერებისა და პრაქტიკის შედარებით ახალი მიმართულებაა. იგი
ეფუძნება ტრადიციული რისკ-მენეჯმენტის მიდგომებს, მაგრამ ამავე დროს მისი წარმატებით განხორციელება საჭიროებს სპეციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. ყველა ორგანიზაცია თუ მეცნიერი, რომელიც სამეწარმეო რისკ-მენეჯმენტის პრობლემებზე მუშაობს, განსხვავებულად აყალიბებს სამეწარმეო რისკების კლასიფიკაციას და მართვის პროცესის ეტაპებს, მაგრამ ყველა მეთოდოლოგიაში საერთოა სამეწარმეო რისკ-მენეჯმენტის შემდეგი მახასიათებლები:
(1). სამეწარმეო რისკ-მენეჯმენტი ორგანიზაციის მენეჯმენტის ნაწილია, რომელიც მიმართულია რისკების შემცირებაზე; (2)
სხვადასხვა რისკების მართვა და მონიტორინგი ხორციელდება არა ინდივიდუალურად, არამედ კოორდინირებულად და ერთიანი სტრატეგიით. შესაბამისად, ეფექტიანი სამეწარმეო რისკ-მენეჯმენტის პირობებში კომპანიას შეუძლია გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს. (3). სამეწარმეო რისკ-მენეჯმენტი ზრდის კომპანიის ღირებულებას კომპანიის მფლობელებისა და მთლიანად საზოგადოებისათვის.

ინტერესი სამეწარმეო რისკ-მენეჯმენტისადმი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა მისი განვითარების დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება ამათუიმ ქვეყანაში. სამწუხაროდ, საქართველოში მეწარმეები ნაკლებად იცნობენ ამ სფეროს და რისკების შემცირების მარტივ მექანიზმებსაც არ იყენებენ, რაც უამრავი ფაქტორით არის განპირობებული. სამეწარმეო საქმიანობის რისკების კვლევა აქტუალური საკითხია როგორც მეცნიერების, ისე საქართველოს ბიზნეს სექტორის განვითარებისათვის.

Downloads

Published

31.12.2010

How to Cite

Avalishvili, M. (2010). Basic Aspects of Enterprise Risk Management. Caucasus Journal of Social Sciences, 3(1), 141–148. https://doi.org/10.62343/cjss.2010.47

Issue

Section

Research papers