Ateni Sioni Contemporaries and Perspectives
DOI:
https://doi.org/10.62343/cjss.2010.39Keywords:
Ateni Sioni, Central-dome architecture, Frescoes, Inscriptions, Preservation, Historical significance, Architectural heritageAbstract
ატენის სიონი განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლია ხუროთმოძღვრებით, კედლის მხატვრობით და მრავალრიცხოვანი
წარწერებით. მისი მხატვრულ - ისტორიული ღირებულება სცილდება საქართველოს ფარგლებს და კუთვნილ ადგილს იმკვიდრებს მსოფლიო კულტურის საგანძურში. მდებარეობს გორიდან თორმეტი კილომეტრის მანზილზე, მდინარე ტანას მარცხენა ნაპირზე, 40-45%-ით დახრილ კლდის მძლავრ მასივზე მიშენებულ ხელოვნურ ბაქანზე. აგებულია ღმრთისმშობლის მიძინების სახელზე მეშვიდე საუკუნის მეორე ნახევარში და იმეორებს მცხეთის ჯვარს, როგორც არქიტექტურით ისე ტოპოგრაფიით. ტაძარს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ამიერკავკასიაში ცენტრალურგუმბათოვანი ხუროთმოძღვრების წარმომავლობის საკითხის განსაზღვრაში, რადგან მას მეზობელი სომხები იჩემებენ. გურამ აბრამიშვილის მიერ ჩატარებული უახლესი გამოკვლევებით გაირკვა: სუბსტრუქციაზე მეხუთე საუკუნეში ბაზილიკური ნაგებობა მდგარა. მის ნაადგილარზე მეშვიდე საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის ერისმთავრებს ვარაზს, ნერსე პირველ დიდს (682\86-689) და სტეფანოზ მესამე მამფალს (711-739) აუგიათ დღევანდელი ნაგებობა. იგი 983-986 წწ ერისთავთ-ერისთავს რატი პირველ ბაღუაშს განუახლებია, რისთვისაც მოუწვევია ეროვნებით სომეხი რესტავრატორი თოდოსაკი, რომლის წარწერა განაწილებულია ტაძრის სამხრეთ ფასადზე. ატენის სიონი გამორჩეულია მეხუთე, მეშვიდე, მეათე საუკუნეთა რელიეფებით. მეათე საუკუნის ოცდაორი ქანდაკებიდან ცამეტი საერო პირია. ტაძარში მაღალმხატვრული ორფენოვანი მოხატულობა (VIII-XI სს.) და დიდი რაოდენობის მეშვიდე - მეთვრამეტე საუკუნეების ფრესკული, ნაკაწრი და ლაპიდარული წარწერაა. ბიბლიური და ისტორიული ტექატების გვერდით გვხვდება პოეზიის ნიმუშები. სხვადასხვა დროს ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების მიუხედავად ეკლესიის მდგომარეობა 2000 წლისათვის საგანგაშო აღმოჩნდა. საფრთხე კიდევ უფრო მეტად გაიზარდა 2009 წლის სექტემბერში, როდესაც ტაძრის ზედა ტერასაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგადაც კლდის მასივი 3-4 მეტრის სიღრმეზე ჩაიჭრა. უახლოესი მანძილი ეკლესიასა და განხორციელებულ სამუშაოებს შორის 4-5 მეტრს, ხოლო უშორესი 20-30 მეტრს შეადგენს. ამავდროულად მნიშვნელოვნად დაზიანდა იმავე კლდის დასავლეთ და ჩრდილოეთ მონაკვეთები. ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა საფრთხეს უქმნის მის გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას, ინტეგრულობასა და ავთენტურობას. ყველა ამ მოცემულობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭიროა ნაგებობის და მისი შემოგარენის უახლესი მდგომარეობის შესწავლა. მათი გრძელვადიანი კონსერვაცია და გამაგრება. აუცილებელია ძეგლის დაცვითი ზონების განსაზღვრა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ძეგლებისთვის მინიჭებული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ნორმების ფარგლებში. ატენის სიონში, ამავე დროს, კომპლექსური კვლევა-ძიების განახლება საწინდარი იქნება მრავალი ახალი მასალას გამოვლენისა, რითაც ძეგლი კვლავ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თეოლოგიის, მეცნიერების და კულტურის სფეროებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების კვლევაში. ეს გამორჩეული ტაძარი ასევე დიდად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 Elene Kavlelashvili
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
In case an article is accepted for publication it is allowed to combine the article with other research, to conduct new research on the article, or to make different arrangements on condition that the same license is used including commercial purposes.
As an author of an article published in the Caucasus Journal of Social Sciences, you retain the copyright of your article and you are free to reproduce and disseminate your work.