Graves Dated Back to Roman Ages along Lower Stream of River Chorokhi (Kapandibi)
DOI:
https://doi.org/10.62343/cjss.2010.36Keywords:
Kapandibi, Burial findings, Chorokhi River, Late Antique period, Roman influenceAbstract
ბოლო პერიოდში მდინარეების ჭოროხ - აჭარისწყლის ხერთვისიდან ქვემოთ მდინარე ჭოროხის როგორც მარცხენა (მახო), ისე მარჯვენა (კაპანდიბი, ზანაქიძეები) სანაპიროზე მდებარე სოფლებში შემთხვევითი აღმოჩენებისა თუ მცირე მასშტაბის გათხრების შედეგად მოპოვებულ იქნა რომაული (I-III სს) ხანის საკმაოდ საინტერესო სამარხეული მასალები.
ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. კაპანდიბში შესწავლილ სამარხებზე. სოფელი მდებარეობს მდ. ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე.
2008 წელს ამ სოფლის მკვიდრმა ენვერ ცინცაძემ თავისი საცხოვრებელი სახლის წინ, გზის ჭრილში შემთხვევით აღმოაჩინა კერამიკული მასალა.
2009 წელს აქვე გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ განახორციელა მცირე მასშტაბის სამუშაოები. გასათხრელი ფართობი მოქცეული იყო ორ გზას შორის არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც მკვეთრად რელიეფის შესაბამისად სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ იყო დაქანებული. გათხრების შედეგად შესაძლებელი გახდა ორი
სამარხის შესწავლა. ორივე ორმოს ტიპისაა. დამხრობილი აღმოსავლეთისაკენ. სამარხებში ჩაყოლებული იყო ქოთნები, დოქები, კოჭობები, ჯამები, ვერცხლის სამაჯური, ბეჭედი, სხვადასხვა ტიპისა და ზომის მძივები, მონეტა და სხვა. ერთ-ერთი სამარხი ინვენტარის მიხედვით ქალის კუთვნილება უნდა იყოს. მოპოვებული არქეოლოგიური მასალების უმრავლესობა ადგილობრივი ნაწარმია. გვხდება იმპორტული, კერძოდ, წითელლაკიანი ჯამის ფრაგმენტებიც. როგორც ჩანს, გვიანანტიკურ ხანაში ადგილობრივ მცხოვრებთ ახლო სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდათ ზღვისპირა ზოლში, კერძოდ, გონიო-აფსაროსში დაბანაკებულ რომაელებთან, რომელთა შუამავლობით იმპორტული ნაწარმი ვრცელდება ადგილობრივ მოსახ-
ლეობაში. ანალოგიური სურათი ჩანს მახოს მონაპოვრების მიხედვითაც.
სამარხები ახ.წ. II-III სს. თარიღდება.
ჭოროხის ქვემო დინების ამ ზოლში შესწავლილ სამაროვნებზე აღმოჩენილ მასალებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ რომაელთა გავლენა ვრცელდებოდა არა მარტო აფსაროსსა და მის შემოგარენში, არამედ ზღვიდან მდინარე ჭოროხის გასწვრივ მთელ სიგრძეზე 20-25 კმ სიღრმეში.
ვფიქრობთ, ეს ბუნებრივიცაა, რადგან აფსაროსში მდგომი ლეგიონერების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაც მდ. ჭოროხსა თუ აჭარისწყალზე, ტაო-კლარჯეთისაკენ, იბერიისაკენ, არმენიისაკენ, თუ მეორეს მხვრივ, სამცხე-ჯავახეთისაკენ გამავალი გზების გაკონტროლებაც უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება საკითხს, ახდენდა თუ არა რომაული სამყარო ამ რეგიონის კულტურულ ,,ანექსიას”, შენარჩუნებული იყო თუ არა რეგიონში საზოგადოებრივი ცხოვრების მმართველობისა და ინფრასტრუქტურის დარგები და ელემენტები, ამის შესწავლა აქ არსებული ძეგლების ფართო მაშტაბიანი გათხრების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 Shota Mamuladze, Tariel Ebralidze, Miranda Turmanidze
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
In case an article is accepted for publication it is allowed to combine the article with other research, to conduct new research on the article, or to make different arrangements on condition that the same license is used including commercial purposes.
As an author of an article published in the Caucasus Journal of Social Sciences, you retain the copyright of your article and you are free to reproduce and disseminate your work.