Georgian Modernist Painting in the European Context (1910-1930)
DOI:
https://doi.org/10.62343/cjss.2011.92Keywords:
Avant-garde art, Literary circles, Tsisperi Qantsebi , Surrealism, Soviet regime, Artistic freedomAbstract
ქართული ავანგარდული მხატვრობა უაღრესად საინტერესო მოვლენაა, ევროპის უკიდურეს საზღვარზე მყოფი, უძველესი
კულტურის მქონე პატარა ქვეყნისა, რომელიც ცნობილი ისტორიულ-პოლიტიკური მიზეზების გამო დღემდე ნაკლებად ცნო-
ბილია დასავლური სამყაროსათვის. XX საუკუნის 10-20-იან წლებში, შემოქმედებით ძალთა სიჭარბემ და ცოცხალმა, დატვირთულმა სახელოვნებო სივრცემ თბილისი თანადროული ევროპული ავანგარდული ხელოვნების შესატყვისს, თავისებურ კულტურულ ცენტრად აქცია. ქართული კულტურული გარემო მზად იყო თანამედროვე ევროპული ხელოვნების სიახლეთა მისაღებად და გასაზიარებლად. საუკუნეთა მიჯნის კავკასიის დედაქალაქი, წარმოუდგენლად თავისებური იყო,
სადაც ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის საწინააღმდეგო, თითქოსდა შეუთავსებადი დასავლეთი და აღმოსავლეთი
თანაარსებობდა, არსებობდა თავისი ხალხითა და კულტურით, ყოფით, ადათ-ჩვევებითა თუ ენით. ახალგაზრდა ქართველ ავანგარდისტ მხატვრებს საერთო და უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანსწრაფვა აერთიანებდათ: ინტერესი ქვეყნის უძველესი კულტურისადმი, შუა საუკუნეების კედლის მოხატულობათა გადმოღება, რაც არათუ წარმოუდგენელი იქნებოდა ევროპელი ავანგარდისტებისათვის, არამედ პროგრამულად უარყოფილიც. სწორედ ამ თვისებამ თავიდანვე განაპირობა ევროპული და ქართული ავანგარდული მხატვრობის ერთგვარი სხვაობა. ქართველ მხატვრებს მიაჩნდათ, რომ თანადროული ქართული ხელოვნება უნდა ყოფილიყო „თანამედროვე და ეროვნული” და მათ “უხილავი ძაფები უნდა გაებათ” საქართველოსა და ევროპას შორის. თბილისის კაფეებისა და სალონების კედლებზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ადგილობრივი და ჩამოსული მხატვრების: ს. სუდეიკინის, ლ. გუდიაშვილის, კ. ზდანევიჩის, დ. კაკაბაძის, ს. ვალიშევსკის, ს. სორინის, ი. ზდანევიჩის, ი. ნიკოლაძის, ა. პეტრაკოვსკის, მ. თოიძის, ი. დეგენის, სერ-გეის, ი. თოიძის და სხვათა ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული სურათები თუ მოხატულობები.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 Maya Tsitsishvili
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
In case an article is accepted for publication it is allowed to combine the article with other research, to conduct new research on the article, or to make different arrangements on condition that the same license is used including commercial purposes.
As an author of an article published in the Caucasus Journal of Social Sciences, you retain the copyright of your article and you are free to reproduce and disseminate your work.