Monuments of Material Culture of Chakvistskhali Gorge in the Light of Tourism Development
DOI:
https://doi.org/10.62343/cjss.2011.89Keywords:
Mtirala National Park, Eco-tourism, Archaeological sites, Colchian flora and faunaAbstract
მტირალას ეროვნული ტყე-პარკი წარმოადგენს ერთ–ერთ დაცულ ზონას, რომლის ბაზაზეც 2006 წლიდან სამთო და
ეკოტურიზმის საზღვაო ტურიზმთან შეხამების მოდელი ამოქმედდა. სანაპირო ზოლიდან მტირალას ეროვნულ ტყე–პარკში
მოხვედრა ჩაქვისწყლის ხეობით, კერძოდ, მდ. ჩაქვისწყლის ნაპირის გასწვრივ არსებული გზის საშუალებითაა შესაძლებელი. პარკის შემადგენლობაში ექცევა ჩაქვისწყლის ხეობის უკიდურესი აღმოსავლეთი მონაკვეთი – სოფელი ჩაქვისთავი. ხეობა მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. ტურისტული ნაკადის ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ძეგლების შესწავლა და მათი ჩართვა ეკოტურიზმის მარშრუტების
ფართო ქსელში. წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით დასტურდება, რომ ჩაქვისწყლის ხეობა წარმოადგენდა ტრანსკავკასიური მაგისტრალის შემადგენელ ნაწილს, რომელიც ზღვისპირა ზოლისა და მთის გადასასვლელებით ჩართული იყო როგორც სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს რაიონებთან, ასევე ანტიკურ სამყაროსთან ურთიერთობის სფეროში. ხეობის მდებარეობა თავიდანვე განსაზღვრავდა მის სტრატეგიულ მნიშვნელობას, ამიტომაც საგანგებო ყურადღება ექცეოდა გზების გამართვას, მათ მოვლა–პატრონობასა და დაცვას. ჩაქვისწყლის ხეობაში საგზაო ნაგებობებიდან აღსანიშნავია ქვის თაღიანი ხიდები, რომლებიც საარქივო მასალების მიხედვით გამართული ყოფილა სოფლებში: გორგაძეები, ჩაისუბანი, ხალა და ჩაქვისთავი. ადრე აღწერილი ხიდებიდან ამ ეტაპზე შემორჩენილია რამდენიმე მათგანის ფრაგმენტები (4 სოფ. ჩაქვისთავში, 1 სოფ. გორგაძეებში) არანაკლები მნიშვნელობა აქვს ამ მარშუტზე განლაგებული ძეგლების, კერძოდ კი, ჩამკეტ–თავდაცვითი ნაგებობების შესწავლას. ხეობის თავდაცვის საკითხი მჭიდროდ იყო დაკავშირებული სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს როგორც შავი ზღვისპირა ზოლში (ციხისძირი, ბათუმი), ასევე შიგა რაიონებში (აჭარისწყლის ხეობაში – ცივასულა, წონიარისი, ზესოფელი) სასიმაგრო ნაგებობათა სისტემასთან. XVIII საუკუნის პირველი ნახევრის წერილობითი წყაროები ადასტურებენ, რომ ჩაქვისთავის სიმაგრე ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 Nargiz Surmanidze
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
In case an article is accepted for publication it is allowed to combine the article with other research, to conduct new research on the article, or to make different arrangements on condition that the same license is used including commercial purposes.
As an author of an article published in the Caucasus Journal of Social Sciences, you retain the copyright of your article and you are free to reproduce and disseminate your work.