Literary Tour for Methodological Innovation

Authors

  • Tamar Paichadze Ivane Javakhisvili Tbilisi State University

DOI:

https://doi.org/10.62343/cjss.2011.86

Keywords:

Cultural tourism, Cognitive development, Experiential learning, Civic identity

Abstract

დღესდღეობით, ქართულ ეკონომიკურ და ყოფით სივრცეში კულტურული ტურიზმის, როგორც ცნებისა და ამავდროულად,
როგორც მეთოდის საზღვრების გაფართოების ტენდენციის პირობებში, ის უკვე აღარ წარმოადგენს ე.წ. ,,ტრენდ” პოზიციას
გარკვეული მიმართულებით ელიტარული თუ პროფესიული ინფორმირებისათვის, არამედ ის გახდა ,,მასკულტურის” ნაწილი და საზოგადოებაც ტურისტული ვოიაჟის დაგეგმვის შემთხვევაში ძირითადად, მოცემული რეგიონის კულტურული კომპონენტების გაცნობას ისახავს მიზნად, ამგვარი ფორმით დაგეგმილი ტური მოტივირებულია არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ შემეცნებითი და საგანმანათლებლო თვალსაზრისით. კულტურული ტურიზმის სამი ძირითადი კომპონენტი, შესაძლებელიაამგვარი სქემით წარმოვადგინოთ: ინფორმაცია, შემეცნება, განათლება.
უკანასკნელი კომპონენტი, არის რა პირველი ორიდან გამომდინარე მოიაზრება, როგორც შედეგი პირველი ორისა და წარმოადგენს მნიშვნელოვან ბინარს საგანმანათლებლო პროცესის პოსპულატის სახით. ისმის კითხვა: საქმე გვაქვს საგანმანათლებლო მეთოდიკასთან, თუ მისი, როგორც ბაზისის ერთგვარ ზედნადებთან როგორც სიღრმისეულ, თვალსაჩინო გამოწვევასთან დასაკვირვებელი ობიექტის სრულყოფილი შესწავლისათვის?! აქვე ისმის მეორე კითხვაც: დღესდღეობით თეორიული ბაზისის სხვადასხვა მრავალფეროვანი რესურსით კონკრეტიზაციის პირობებში (მხედველობაში გვაქვს ინტერნეტ ბაზები, კლასიკური ბაზები – ლიტერატურა და ბიბლიოთეკები, ინტერკულტურული კომუნიკაციები და სხვა.) რამდენად რეალურია (ადეკვატურიც) კულტურული ტურიზმის და აქედან გამომდინარე ტურისტული ბიზნესის ჩართვა ერუდიციისა და პროფესიული ფორმირების პროცესში?!. ამ კითხვაზე პასუხი ვფიქრობთ, კიდევაც განაპირობებს კულტურული ტურიზმისა და განათლების უცილო-ურთიერთკავშირის საჭიროების არგუმენტაციას.ზოგადი პასუხი ერთმნიშვნელოვნად დადებითია – დიახ, სასურველია საგანმანათლებლო პროგრამებში, განსაკუთრებული როლი და ადგილი ჰქონდეს ,,ტურ-ოპერაციებს”, რაც ჩვენს მიერ წამოჭრილი ყოველი პარამეტრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფაქტია, სწორედ კულტურული ტურიზმია ის გზა, თუ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც განაპირობებს თანამედროვე პროფესიული თაობის ფორმირებას, ყველა დონის სასწავლო პროცესის სრულყოფილებას, ამასთან ერთად, პიროვნების, რეციპენტის, სტუდენტისათვისა, მკვლევარისათვის არა მხოლოდ კონკრეტული მიმართულებით ინფორმაციის მიღებას, არამედ ზოგადად, საკვლევი თვალსაწიერის გაფართოებას და გარკვეულ პროფესიულ და ფსიქოლოგიურ სრულყოფილებასაც, რაც ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩნდება განცდა, სხვა კულტურათა დაფასებისა, მორალური ფასეულობებისა და დიდაქტიკური ღირებულებების შეცნობისა. დაბოლოს ცნობიერდება ნაციონალური თვითმყობადობის, ეროვნული ღირსების, მოქალაქეობისა და დემოკრატიზმის სავსებით ცალსახა აღქმა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა, როგორც საგანმანათლებლო ასევე აღმზრდელობით პროცესში, პროფესიონალი კადრის და სწორი
მოქალაქეობრივი პოზიციის მექონი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.

Downloads

Published

31.12.2011

How to Cite

Paichadze, T. (2011). Literary Tour for Methodological Innovation. Caucasus Journal of Social Sciences, 4(1), 234–238. https://doi.org/10.62343/cjss.2011.86

Issue

Section

Research papers