Management of Archival Works at National Centre of Manuscripts

Authors

  • Vladimer Kekelia National Centre of Manuscripts
  • Qetevan Khitarishvili National Center of Manuscripts

DOI:

https://doi.org/10.62343/cjss.2011.78

Keywords:

Archival Studies, Manuscript, Cataloguing, Archival Standards, Digital Archiving

Abstract

2008 წელს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საარქივო განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდა არქივთმცოდნეობის დეპარ-
ტამენტი. დეპარტამენტი ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს:
1. საარქივო საქმის მენეჯმენტი, რომელიც გულისხმობს საკუთრივ საარქივო საქმის წარმოებას _ არქივების დამუშავების
არსებული სპეციფიკის დახვეწა, ახალი პრინციპების შემუშავება, მონაცემთა ბაზებისა და აღწერილობების მომზადება.
2. არქეოგრაფია _ საარქივო მასალების მეცნიერული პუბლიკაცია.
წინამდებარე ნაშრომში წარმოვადგენთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარე პირველი ჯგუფის სამუშაოებს.
არქივთმცოდნეობის დეპარტამენტი აღნიშნულ მიმართულებებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადო მოღვაწეთა
პირადი საარქივო ფონდის ბაზაზე წარმართავს. საზოგადო მოღვაწეთა პირადი საარქივო ფონდის სტრუქტურა მარტივი და
მეცნიერთათვის ადვილად ხელმისაწვდომია. ფონდი შედგება ცალკეული საზოგადო მოღვაწის არქივისაგან, რომელთა აღწე-
რილობებიც ანბანურად, გვარების მიხედვითაა დალაგებული. აღწერილობაში კი საარქივო მასალა შემდეგი ძირითადი
პრინციპით არის დალაგებული: ბიოგრაფიის ამსახველი მასალა, საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა, შემოქმედებითი მასალები, მიმოწერა, სხვადასხვა. აღწერილობაში თითოეული ტიპის მასალა თარიღზე, ძველიდან ახლისაკენ არის დალაგებული. თუ შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა თემატურად დაყოფის შესაძლებლობას იძლევა, მაშინ მასალა ჯერ დარგებად დაიყოფა, მაგალითად: ლექსიკოლოგია, ლიტურგიკა-ჰიმნოგრაფია, პალეოგრაფია, ბიზანტინოლოგია და ა. შ. შემდეგ თითოეული შიგნით თარიღზე დაეწყობა.

Downloads

Published

31.12.2011

How to Cite

Kekelia, V., & Khitarishvili, Q. (2011). Management of Archival Works at National Centre of Manuscripts. Caucasus Journal of Social Sciences, 4(1), 174–179. https://doi.org/10.62343/cjss.2011.78

Issue

Section

Research papers