Vine, Wine and Wine-Cellars-Winepresses as the Treasury of Cultural Heritage
(On the Example of Adjara)
DOI:
https://doi.org/10.62343/cjss.2011.75Keywords:
Viticulture, Wine-making, Wild vine, Archaeological evidence, Monuments of material culture, Grape species, Stone-cut cellarsAbstract
ქართველი და უცხოელი(დასავლეთ ევროპელი) სპეციალისტი მკვლევარების მიერ საქართველო იმ არეალშია მოქცეული, სადაც თავდაპირველად ჩაისახა და განვითარდა მევენახეობა. საქართველოა მიჩნეული მცირე აზიასთან ერთად ვაზისა და ღვინის სამშობლოდ. ამაზე მიუთითებს საქართველოს ტერიტორიაზე ველური ვაზის მრავლად არსებობა, კულტურული ვაზის ჯიშების სიმრავლე, თქმულება-გადმოცემები,ძველბერძნული წერილობითი წყაროები, ვაზის მოშენების, ღვინის დაყენებისა და მოხმარების ტრადიციები, მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული მატერიალური კულტურის ძეგლები(ქვაში ნაკვეთი და ქვითკირით ნაშენი მარან-საწნახლები), მიწაში ჩამარხული სხვადასხვა ფორმისა და მოცულობის ჭურები, სხვა იარაღ-ინვენტარი).ქართული წარმოშობისაა ტერმინი ღვინო, რომელიც აქედან გავრცელდა და დამკვიდრდა ინდოევროპულ და სემიტურ ენებში სახეშეცვლილი, მაგრამ ფუძე უცვლელი ფორმით. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კლასიკურ ლოკალურ კუთხედ მიიჩნევა აჭარა, რომელიც სამცხე-ჯავახეთთან ერთად ექცევა იმ კულტურულ-ისტორიულ არეალში, სადაც ველური ვაზის კვალი შორეულ გეოლოგიურ ეპოქაშია საძიებელი. მხედველობაშია გოდერძის უღელტეხილის (2020 მეტრი ზღვის დონიდან) მახლობლად ზემო აჭარის ახლო მოსაზღვრე სოფელ ძინძეს ნასოფლარზე ნაპოვნი გაქვავებული გიგანტური გარეული ვაზის ღეროს ნაშთი, რომლის ასაკი მილიონობითწლებს ითვლის (მ.ძველაია. ბ. კვირკველია. აჭარის გეოლოგიური ისტორია, თბილისი, 1987, გვ. 69-70). სპეციალსტთა აზრით, სადაც ხარობდა ველური ვაზი იქ უნდა ჩაყროდა საფუძველი კულტურულ მევენახეობას. ეს დასკვნა პრიორიტეტულ მდგობარეობაში აყენებს აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს. ამიტომ ვამბობთ, რომ საქართველოს ეს კუთხეები მევენახეობა-მეღვინეობის წარმოშობა-განვითარების
ერთერთ ადრინდელ ლოკალურ კერებად უნდა ჩაითვალოს.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 Nodar Kakhidze
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
In case an article is accepted for publication it is allowed to combine the article with other research, to conduct new research on the article, or to make different arrangements on condition that the same license is used including commercial purposes.
As an author of an article published in the Caucasus Journal of Social Sciences, you retain the copyright of your article and you are free to reproduce and disseminate your work.