Problems of Javakheti Region Cultural Heritage (Rehabilitation of Kumurdo Cathedral)
DOI:
https://doi.org/10.62343/cjss.2011.72Keywords:
Kumurdo Cathedral, Cultural Heritage Preservation, Restoration Works, Archaeological Study, Architectural Details, Rehabilitation ProjectAbstract
ჯავახეთის ერთადერთი ჯვარ–გუმბათოვანი ტაძრის – კუმურდოს ისტორიულ–კულტურული ღირებულება ყველასათვის ნათელია. მისი პრობლემებიც არ უნდა იყოს უცხო საზოგადოებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, მათი დაწვრილებითი განხილვა ფრიად მნიშვნელოვანია, რადგან ტაძარზე აუცილებლად ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ შესასრულებელია. მრავალ დაზიანებასთან ერთად ტაძრის ყველაზე დიდი დანაკლისი მისი სრულებით მორღვეული გუმბათი და დასავლეთი მკლავია. დღეისათვის ამ უკანასკნელთა სახის წარმოდგენა ძალზედ ძნელია, ვინაიდან არანაირი
ხელჩასაჭიდი ფრაგმენტი არ არსებობს. მიუხედავად საკონსერვაციო–სარესტავრაციო ექსპედიციებისა, რაც განხორციელდა 1938–39 წლებსა და 1970–80–იან წლებში, კუმურდო დღემდე საფრთხის წინაშეა, რადგანაც ამ პერიოდებში პრობლემები მხოლოდ ნაწილობრივ აღმოიფხვრა და სამუშაოს დაუსრულებლობის გამო წვიმა მნიშვნელოვნად აზიანებს ტაძრის კედლებს. სხვადასხვა მიზეზთა გამო, წლების განმავლობაში, აქ სამუშაოები ვერ განახლდა, მაგრამ უკვე საკმაო ხანი გავიდა და ხელისშემშლელი ფაქტორებიც შემცირდა, ამიტომაც დროა განხორციელდეს ღირებული ქმედებები ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. რაც შეეხება სამუშაოების მეთოდის არჩევას, მიუხედავად გარკვეული სარეკონსტრუქციო მასლაების არსებობისა, ამ ეტაპზე რთულია მათ გადაჭრით მიემხრო. ვფიქრობ, სანამ დაწვრილებით მოხდება დისკუსია ამ თემაზე, უნდა გავითვალისწონოთ ის ფაქტი, რომ კუმურდო არქეოლოგიურად ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ვენეციის ქარტიაში ჩამოყალიბებული დებულების მიხედვით სრულებით წარმოუდგენელია სარესტავრაციო სამუშაოებზე საუბარი
წინასწარი არქეოლოგიური გათხრების შედეგების გათვალისწინების გარეშე. უდაოდ საჭიროა განხორციელდეს არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც შეისწავლის როგორც შიდა სივრცეს ისე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას, რამაც შესაძლოა გამოავლინოს ისეთი არქიტექტურული დეტალები რაც ღირებულ წვლილს შეიტანს ტაძრის სარესტავრაციო
პროექტის შექმნაში.ამის შემდგომ კი, შესაძლებელი იქნება გამოცხადდეს კონკურსი და ყველაზე მეტად მისაღები ვარიანტის გამოვლენის შემდგომ მოხდეს განსჯა იმისა, თუ რა უფრო შეინარჩუნებს ტაძრის მხატვრულ–ესთეტიურ ღირებულებას – მისი არსებული სახით კონსერვაცია, თუ სრული რეკონსტრუქცია. ცხადია, ყველა სარეაბილიტაციო პროექტს გააჩნია ეტაპები, ამიტომაც ის რაც პირველადია – ძეგლის გაწმენდა, არქეოლოგიური შესწავლა, კონსერვაცია – უნდა დადგეს დღის წესრიგში.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 Dea Gunia
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
In case an article is accepted for publication it is allowed to combine the article with other research, to conduct new research on the article, or to make different arrangements on condition that the same license is used including commercial purposes.
As an author of an article published in the Caucasus Journal of Social Sciences, you retain the copyright of your article and you are free to reproduce and disseminate your work.