Fund Management: Archive Unit as an Artifact and its Super-normative Nature

Authors

  • Shalva Gloveli National Center of Manuscripts
  • Esma Mania National Center of Manuscripts

DOI:

https://doi.org/10.62343/cjss.2011.66

Keywords:

Cultural Heritage Management, Collection Curation, Provenance, Preservation Techniques, Access and Ethics in Archives, Historical Correspondence, Technology Integration

Abstract

მართვის სისტემებიდან კულტურული მემკვიდრეობის მართვა წარმოადგენს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს და ურთულეს სისტემას. მენეჯმენტის უმთავრესი საკითხი სწორი სტრუქტურირება და სტრუქტურათა ჰარმონიზაციაა. კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი უშუალოდ ფონდების მართვა და მათი სწორი პრინციპით კოლექცირება, ერთეულის თუ მთელი ფონდის სწორი სააღრიცხვო სისტემის შექმნაა. კოლექციის მართვის თვალსაზრისით, აუცილებელია ფონდის თუ საფონდო ერთეულის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის დაცვა და, ნების-
მიერი საფონდო ცვლილების გათვალისწინებით, ამ ინფორმაციის შენარჩუნება; ამ მიზნით ხდება სპეციალური ლიტერების შემუშავება (ლიტერი – როგორც ძირითადი მონაცემის აღმნიშვნელი). ფონდების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა, შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვილი ფონდსაცავების შექმნა, კოლექციების მოზიდვა, ფონდების გაზრდა და კოლექციებზე საკუთრების უფლების მოპოვება, კატალოგიზაცია, მონაცემთა ელექტრონული ბაზების აპრობირება - მენეჯმენტის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია. აუცილებელია მძლავრი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამსახურის ამოქმედება და დიგიტალიზაცია – როგორც ორიგინალების დაცვის საშუალება.

Downloads

Published

31.12.2011

How to Cite

Gloveli, S., & Mania, E. (2011). Fund Management: Archive Unit as an Artifact and its Super-normative Nature. Caucasus Journal of Social Sciences, 4(1), 91–103. https://doi.org/10.62343/cjss.2011.66

Issue

Section

Research papers