Museum-Reserves: Some Aspects for Protection and Management
DOI:
https://doi.org/10.62343/cjss.2011.63Keywords:
Georgian Cultural Heritage, Heritage Preservation Programs, National Agency for Protection, Nokalakevi Museum-Reserve, Conservation InitiativesAbstract
მუზეუმ-ნაკრძალები კულტურული მემკვიდრეობის სფეროს ცალკე ჯგუფს ქმნიან. ისინი თავის თავში აერთიანებენ:
არქეოლოგიურ, არქიტექტურულ ძეგლებსა და კომპლექსებს (საკულტო, საერო, საფორტიფიკაციო), მუზეუმებს, მათში დაცული ასეულ-ათასობით ექსპონატით და ა.შ. მათი დაცვა, შესწავლა, პრეზენტირება და ახალგაზრდა თაობის დაინტერესება მუზეუმ–ნაკრძალების უმთავრესი ფუნქციაა. მუზეუმ-ნაკრძალის პასუხისმგებლობა ვრცელდება მათს სამოქმედო არეალში არსებული ძეგლების მონიტორინგზე, მდგომარეობის შეფასებასა და დოკუმენტირებაზე. ვინაიდან მუზეუმ-ნაკრძალები, სამოქმედო არეალებითურთ, ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს მოიცავენ, შესაბამისად, მართვის მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება, მათი გამართული ფუნქციონირების გრძელვადიანი პერსპექტივით, კვლავაც აქტუალურია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით და ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო კომპლექსური არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის - ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის - მართვის გეგმის შემუშავება. მისი მიზანი საიტის ფარგლებში მოქცეული უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური დაცვა, განვითარება, მართვის მექანიზმის გაუმჯობესება, ტურიზმის ხელშეწყობა და თანამედროვე საინფორმაციო-საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებაა. იგი სახელმძღვანელო გახდება საქართველოში არსებული სხვა მუზეუმ-ნაკრძალებისა თუ კომპლექსებისათვის
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 Irma Dolildze
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
In case an article is accepted for publication it is allowed to combine the article with other research, to conduct new research on the article, or to make different arrangements on condition that the same license is used including commercial purposes.
As an author of an article published in the Caucasus Journal of Social Sciences, you retain the copyright of your article and you are free to reproduce and disseminate your work.