Cultural Inheritance And Media
DOI:
https://doi.org/10.62343/cjss.2011.62Keywords:
Davit-Gareji, Cultural heritage, Georgian media, Azerbaijan MonasteriesAbstract
საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლისთვისაც კულტურულ მემკვიდრეობას განსაკუთრებული მნიშვ-
ნელობა ენიჭება. ქართული პრესა ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ქართულ ეკლესიას. პრესაში იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟანრის მასალები ქართული მართლმადიდებლური ტრადიციების, ქართველი ბერმონაზვნების, ქართულ ენაზე წირვა-ლოცვის წარმოების შესახებ. საქართველოში გამომავალი ჟურნალ-გაზეთები ,,ივერია“, ,,დროება“, ,,კრებული“, ,,საქართველო” და სხვ. ყოველნაირად ცდილობდნენ სააშკაროზე გამოეყვანათ ის პიროვნებები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქართული ეკლესიის დანგრევასა და გაპარტახებას, კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას.
საინტერესოა, როგორ ეხმაურება ქართული ეკლესიებისა და მონასტრების მდგომარეობას თანამედროვე პრესა. რა რეზონანსი
აქვს ამ ფაქტს და რა სახის პუბლიკაციები შუქდება. უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო დროს ქართული მედია განსაკუთრებით
დაინტერესდა დავითგარეჯის საკითხით. წლების მანძილზე საზოგადოებისაგან მივიწყებული ისტორიული ძეგლი მედიას
მხოლოდ ახლახან გაახსენდა. ახლა, როცა დავითგარეჯის კომპლექსი, აზერბაიჯანთან სადავოდ გადაგვექცა. ქართველი
პუბლიცისტები ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების სწორი ანალიზისა და შეფასების გამოყენებით გვესაუბრებიან დავითგარეჯის შესახებ, როგორც კულტურული ძეგლის მნიშვნელობაზე. საყურადღებოა, ქართული მედიის განცხადება იმის თაობაზე რომ, ჩვენ მოძმე აზერბაიჯანთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ აქვე აღნიშნავს, როცა საქმე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ეხება, თვალის მოხუჭვას არ ვაპირებთ.
ჩვენს მიერ განხილული პუბლიკაციების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ:
1. პუბლიკაციების მიზანია წარმოაჩინოს დავითგარეჯის გარშემო არსებული პრობლემები;
2. მედიის მიზანია არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა;
3. ქართული მედია არ ცდილობს აზერბაიჯანის დადანაშაულებას. ჩვენი აზრით, მნიშვნე ლოვანია რომ ორივე ქვეყნის მედია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგარეო ურთიერთობებს. მიმდინარე მოვლენები ორივე ქვეყანაში სტრატეგიულად განიხილება და ხშირ შემთხვევაში ისინი გადამწყვეტ ზომებს იღებენ.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 Maka Dolidze, Manana Gagoshidze
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
In case an article is accepted for publication it is allowed to combine the article with other research, to conduct new research on the article, or to make different arrangements on condition that the same license is used including commercial purposes.
As an author of an article published in the Caucasus Journal of Social Sciences, you retain the copyright of your article and you are free to reproduce and disseminate your work.