Potential and Prospects of Renovation of Historic Dwelling Houses in Georgia (Mtskheta Case Study)

Authors

  • Nana Churadze GN Project

DOI:

https://doi.org/10.62343/cjss.2011.61

Keywords:

Mtskheta, Reconstruction, Urbanization, Architectural heritage, Dwelling types

Abstract

თანამედროვე ქართული ურბანული პოლიტიკის ერთერთი მახასიათებელი ისტორიული ქართული ქალაქების რეკონსტრუქცია–რესტავრაციის მაღალი ტემპია, რაც ორგანულად ჯდება კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და რევიტალიზაციის მსოფლიო ტენდენციაში. ამ მხრივ ერთ-ერთ საინტერესო მაგალითს ქალაქი–მუზეუმი მცხეთა და მისი საერო არქიტექტურა წარმოადგენს, რომლის რეკონსტრუქციის თავისებურებანი ნათლად გამოკვეთს ამ სფეროში არსებულ
გარკვეულ გამოცდილებას და სირთულეებს. რაც შეეხება უშუალოდ საცხოვრებლის ტიპს, იგი, გამომდინარე მცხეთის ისტო-
რიულ-გეოგრაფიული მდებარეობიდან, პრაქტიკულად ყოველთვის ზიანდებოდა მტრის შემოსევებისას. ამდენად აქ მხოლოდ
არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მცირეოდენი მასალაა შემორჩენილი, როელიც გვიქმნის გარკვეულ
წარმოდგენას საცხოვრებლის არქიტექტურულ დეტალებზე. სარესტავრაციო-სარემონტო ობიექტების კვლევის, პროექ-
ტირებისა და ეტაპობრივი მშენებლობის შედეგად, შეირჩა მეთოდი, რომლის ერთერთი პირობა იყო არსებულ ფონდში დამატებით კომფორტული საცხოვრებელი ფართის გამოძებნა. ამდენად არქიტექტორებს მაქსიმალური ძალისხმევა დასჭირ-
დათ სასურველი შედეგის მისაღწევად. მცხეთის საცხოვრებელ შენობათა უმრავლესობისათვის აუცილებელი გახდა სერიოზული კონსტრუქციული ჩარევაც, რაც გამოიხატებოდა შენობათა დაზიანებული სახურავის დემონტაჟსა, გასამაგრებელ რკინაბეტონის სარტყელების და კრამიტის გამოყენებით ახალი სახურავის მოწყობაში. ხოლო ზოგიერთ ადგილას კომპოზიციიდან გამომდინარე საჭირო გახდა ოთხქანობიანის მაგივრად ორქანობიანი სახურავის დამონტაჟება. რასაკვირველია ყოველივე ამან გამოიწვია სართულის (სახლის) სიმაღლის უმნიშვნელო გაზრდა და გარკვეული თავისუფალი ორგანიზებული სივრცის გაჩენა. ამდენად ყოველგვარი მინაშენების და პერიმეტრის დაურღვევლად სახლების უმრავლესობას დაემატა საერთო ფართის 30-40 % რაც ამ პირობებში არცთუ ისე ცოტაა. ვფიქრობთ, ასეთი შედარებით მცირე ჩარევებით საცხოვრებელი სახლების ძველი ფონდის შიდა მოდერნიზაციის გამოცდილება, შეიძლება ნაყოფიერი და პერსპექტიული აღმოჩნდეს არა მარტო მცხეთის ძველი უბნების, არამედ საქართველოს სხვა მცირე ქალაქებისა ან თბილისის ცალკეული უბნების რეკონსტრუქცია–რევიტალიზაციის პროცესში.

Downloads

Published

31.12.2011

How to Cite

Churadze, N. (2011). Potential and Prospects of Renovation of Historic Dwelling Houses in Georgia (Mtskheta Case Study). Caucasus Journal of Social Sciences, 4(1), 55–64. https://doi.org/10.62343/cjss.2011.61

Issue

Section

Research papers