Ethno-Tourism and the Prospects of its Developing
DOI:
https://doi.org/10.62343/cjss.2011.60Keywords:
Ethno-tourism, Cultural heritage, Traditional activities, Folklore, Abuserisdze familyAbstract
ნაშრომში ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური, სამუზეუმო და სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე შესწავლილია
ეთნოტურიზმის განვითარების პერსპექტივები ზემო აჭარაში. ვლინდება, რომ ეთნოტურისტული თვალსაზრისით საინტე-
რესოა ზემო აჭარის ყველა ხეობა, რაც კარგად ჩანს ადგილობრივი მოსახლეობის შრომით საქმიანობასა და ურთიერთ-
დახმარების ფორმებში, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა შემონახულობაში, შინახელოსნური წარმოების ნიმუშებით, ტრადიციული გართობა-თამაშობებით, მუსიკალური ფოლკლორული ტრადიციებით, ხალხური
ქორეოგრაფიით, ასევე, ტურისტული ბიზნესისათვის საინტერესო სახალხო დღესასწაულებით (“დიდაჭარობა”, “ტბელობა”, “სელიმობა” და უძველესი დღესასწაული “შუამთობა”) და სხვა ტრადიციული ინსტიტუტის შესწავლის მიხედვით. ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო აგრეთვე ზემო აჭარის მუზეუმებს, გამოჩენილ პიროვნებათა ცხოვრების ამსახველ მასალებს. ზემო აჭარის ეთნოკულტურული საგანძურის შესწავლიდან ჩანს, რომ იგი ეპოქის შესატყვისი რელიგიური დატვირთვითა და ორიგინალური სტრუქტურით დღემდე ადასტურებს ქართული კულტურის მაღალ და გამორჩეულ ღირსებებს, რაც ხაზს უსვამს მისი ეთნოტურისტული პოტენციალის მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს. ნაშრომში სათანადო ადგილი დაეთმო სადღეისოდ არსებულ პრობლემებს, მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და ეთნოტურიზმის
განვითარების უახლეს პერსპექტივებს. დგინდება, რომ მოსახლეობის უძველესი კულტურული ტრადიციები საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევიან როგორც ეთნოტურიზმის, ასევე სასოფლო ტურიზმის, სამონადირეო, შოპტურიზმის, თაიმშერინგისა და ტურიზმის სხვა სახეობათა განვითარებისათვის.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 Naila Chelebadze
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
In case an article is accepted for publication it is allowed to combine the article with other research, to conduct new research on the article, or to make different arrangements on condition that the same license is used including commercial purposes.
As an author of an article published in the Caucasus Journal of Social Sciences, you retain the copyright of your article and you are free to reproduce and disseminate your work.