“Ottoman Georgia” and “Russia's Georgia”: Data of “Iveria”
DOI:
https://doi.org/10.62343/cjss.2011.59Keywords:
Georgian Identity, Ottoman Georgia, Religious Diversity, Historical Memory, Ilia ChavchavadzeAbstract
სტატიაში განიხილება ომის მნიშვნელობა ეთნიკური ცნობიერების კრისტალიზაციისათვის. ომისდროსხდება ადამიანური და სხვა რესურსების მობილიზაცია, იბადება სოლიდარობის გრძნობა, იქმნება საომარი პროპაგანდა და პოზიტიური (ჩვენ) და ნეგატიური (მტერი) სტერეოტიპების განვითარებით ძლიერდება ნაციონალიზმის მახასიათებლები. სახელმწიფოებს შორის მიმდინარე ომი ხელს უწყობს ძალის ცენტრალიზაციასა და ინსტიტუციონალიზაციას და საფუძვლად ედება ისტორიული იდენტობის განცდას. რუსეთ ოსმალეთის ომმა მოსახლეობის ერთ ნაწილში რუსულ-ქართული ერთობის განცდა გაამძაფრა მუსლიმანური ოსმალეთის წინააღმდეგ, რომელსაც მიტაცებული ჰქონდა საქართველოს მიწები. სწორედ აქ ისახებოდა,,ივერიის” მიზნები: თუ რუსეთი ოსმალეთთან ომს მოიგებდა, საქართველოს უერთდებოდა ოსმალეთის მიერ წართმეული ტერიტორია თავისი მოსახლეობით, რომელსაც შეცვლილი ჰქონდა რელიგია და ნაწილობრივ ენობრივი ცნობიერება, მაგრამ სწორედ ისტორიული ერთობის საფუძველზე ფიქრობდა ილია ჭავჭავაძე საქართველოს პოლიტიკური მიზეზებით დაშორებული ნაწილების შეერთებას. ,,ივერია” ფართოდ მიმოიხილავდა
რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის ფაქტობრივად ყველა დეტალს. ორგემაგე ბუნების იყო ეს ომი საქართველოსთვის. ,,აჭარის, ბათუმისა და ქობულეთის” შემოერთებით რუსეთი ძლიერდებოდა კავკასიასა და ბალკანეთში, თან აცხადებდა თავის შორს მიმავალ გეგმებს, რომლებშიც კონსტანტინეპოლში შესვლაც იგულისხმებოდა. ხოლო რუსეთის პოლიტიკური
ნაწილი–საქართველო, იბრუნებდა ისტორიულ მიწებს უკეთესი ცვლილებების იმედით.
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
Copyright (c) 2023 Tinatin Bolkvadze
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
In case an article is accepted for publication it is allowed to combine the article with other research, to conduct new research on the article, or to make different arrangements on condition that the same license is used including commercial purposes.
As an author of an article published in the Caucasus Journal of Social Sciences, you retain the copyright of your article and you are free to reproduce and disseminate your work.