Management and Perspectives of the Cultural Heritage-Applied Art of Georgia

Authors

  • Maia Bakradze The University of Georgia

DOI:

https://doi.org/10.62343/cjss.2011.58

Keywords:

Georgian cultural heritage, Applied art Craftsmanship, Consumer market, Decorative-applied art, Craftsmen management, Cultural centers

Abstract

ნაშრომი იხილავს და აანალიზებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ გამოყენებითი ხელოვნების სფეროში დღეისათვის არსებულ მენეჯმენტის პრობლემებს, იკვლევს მათი გადაჭრის გზებს და საშუალებებს. ნაშრომში წარმოდგენილია გამოყენებითი ხელოვნების ნაკეთობების სამომხმარებლო ბაზრის, მომხმარებლის, ხელოსნებისა და გასაყიდად წარმოდგენილი პროდუქციის კვლევა. სამომხმარებლო ბაზარი: რას სთავაზობს მყიდველს დღეს სამომხმარებლო ბაზარი, რა ფორმებით ხდება შეთავაზება, რა იყიდება, სად იყიდება, რისი ყიდვა სურთ.
მომხმარებელი, მყიდველი: კვლევისათვის თბილისის უბნების მიხედვით ავირჩიე სხვადასხვა ფენის და ასაკის მომხმარებელთა ჯგუფი: ტურისტები, უცხოელი მომხმარებელი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში გარკვეული დროით,
სუვენირების და ხელნაკეთი ნივთების მოყვარული მომხმარებელი; მყიდველი საკუთარი მოხმარებისთვის და კორპორატიული მყიდველი.
ხელოსნები და პროდუქცია: ვინ არის დღეს დაკავებული დეკორატიულ–გამოყენებითი ხელოვნებით, რა პროდუქციას ამზადებენ, რამდენად აქვს პროდუქციას ფუნქციონალური დატვირთვა, რამდენად არის პროდუქცია კონკურენტუნარიანი
თანამედროვე ბაზარზე. კვლევა ჩატარდა საპატრიარქოს “სულიერი და ინტელექტუალური აღზრდის ახალგაზრდული ცენტრის“ მიერ მომზადებული „ქართული სამოსისა და აქსესუარების ფესტივალის“ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით. კვლევიდან გამომდინარე, გაკეთდა დასკვნები: დეკორატიულ–გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები ხშირ შემთხვევაში იქმნება დაუგეგმავად, ქაოტურად. არ არის გათვალისწინებული ბაზრის მოთხოვნები. პროდუქცია არ არის სათანადოდ მომზადებული გასაყიდად: არ ახლავს ანოტაციები, ერთგვარი ხარისხის დამადასტურებელი ნიშანი, ოსტატის საავტორო ნიშანი, დამღა, ამიტომ მყიდველი ვერ აკეთებს სწორ არჩევანს მარალხარისხიან პროდუქციასა და არაპროფესიონალთა მიერ შექმნილ ნაკეთობებს შორის.

Downloads

Published

31.12.2011

How to Cite

Bakradze, M. (2011). Management and Perspectives of the Cultural Heritage-Applied Art of Georgia. Caucasus Journal of Social Sciences, 4(1), 24–29. https://doi.org/10.62343/cjss.2011.58

Issue

Section

Research papers