Syncretization Dynamics of the Religious Thinking of Georgian Mounteneers

(Khevsur Beliefs)

Authors

  • Tinatin Gudushauri The University of Georgia

DOI:

https://doi.org/10.62343/cjss.2012.97

Keywords:

Syncretic Beliefs, Ethnographic Studies, Afterlife, Funeral Rituals, Cosmological Symbols

Abstract

კვლევის ძირითადი მიზანია რელიგიური აზროვნების ორი ტიპის– ტრადიციული (არქაული) და თანამედროვე (ქრისტიანული) შერწყმის, გადაკვეთისა და კონტამინაცია/სინკრეტიზაციის ელემენტების გამოვლენა და განზოგადება, რაც ნათლად იკვეთება XIX საუკუნის გერმანელი მეცნიერი–მოგზაურების (კ.ჰანი, გ.რადე, ნ.ზაიდლიცი) მიერ კავკასიაში მოპოვებულ და დაფიქსირებულ ეთნოგრაფიულ მასალაში. ამ ტიპის მონაცემები გერმანელ მეცნიერთა შრომებში საკმარისი რაოდენობითაა და შესწავლისთვის საინტერესო ობიექტს წარმოადგენს, რამდენადაც ერთი მხრივ ეს უშუალოდ გერმანელ ავტორთა მიერ XIX საუკუნის შუა ხანებში კავკასიაში, კერძოდ საქართველოს მთიანეთში მოპოვებული ორიგინალური მასალაა და, მეორე მხრივ საქართველოში ამ მონაცემების უდიდესი ნაწილის მეცნიერული ანალიზი დღემდე არ გაკეთებულა. მათი შედარება ქართველი ეთნოგრაფების ანალოგიურ მასალასთან ნათელყოფს, რომ ამ რეგიონის მოსახლეობის რელიგიური აზროვნების სფეროში პრინციპული ცვლილებები პრაქტიკულად არ მომხდარა და სხვაობები თავს იჩენენ იმ დონეზე, როდესაც ისინი არ კარგავენ კავშირს ინვარიანტულ სქემასთან და შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ ძირითადი ვერსიების ფორმით. სავარაუდოა, რომ რელიგიური სინკრეტიზმი, რომელიც მჟღავნდება ადგილობრივ წარმოდგენებში, რელიგიური აზროვნების თანდათანობით სახე ცვლილებას უნდა შეესაბამებოდეს და, ამ თვალსაზრისით, ხევსურული რწმენა–წარმოდგენები ერთ-ერთ უძველს ქართულ რელიგიურ არქეტიპად შეიძლება ჩაითვალოს.

Downloads

Published

31.12.2012

How to Cite

Gudushauri, T. (2012). Syncretization Dynamics of the Religious Thinking of Georgian Mounteneers: (Khevsur Beliefs). Caucasus Journal of Social Sciences, 5(1), 45–49. https://doi.org/10.62343/cjss.2012.97

Issue

Section

Research papers